Belive

ყველა დროის 5 ყველაზე მდიდარი ჩოგბურთელი

2 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ
თანამედროვე ჩოგბურთში საპრიზო თანხების ოდენობა სულ უფრო მზარდი ხდება, თუმცა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, რიგ შემთხვევებში იყო ამ მხრივ "დაღმასვლაც", მაგრამ გრძელვადიან დისტანციაზე ეს ყველაფერი ასე არ გაგრძელდება.  გთავაზობთ ყველა დროის 5 ყველაზე მდიდარ ჩოგბურთელს 2021 წლის მონაცემებით (wealthygorilla-ის მონაცემები):

სერენა უილიამსი


603cc285de69e

ქონება - $180 მილიონი სერენა უილიამსი ყველა დროის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ქალი ჩოგბურთელია. ლეგენდარულ ამერიკელს 18 დიდი სლემის ტიტული აქვს მოპოვევბული. მის აქტივში ასევე ლონდონის, სიდნეისა და ბეიჯინგის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი ირიცხება. სერენა ყოველწლიურად საშუალოდ 10-დან 20 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავებს (სარეკლამო ხელშეკრულებების ჩათვლით), რაც ყველა დროის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

რაფაელ ნადალი



ქონება - $180 მილიონი სიაში ერთ-ერთი ყველაზე ცეცხლოვანი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალია. ნადალის აქტივში 20 დიდი სლემის ტიტულია, რაც როჯერ ფედერერთან ერთად სარეკორდო მაჩვენებელია. მსოფლიოს ყოფილ პირველ ნომერს ყოველწლიურად მილიონიბით დოლარი სასპონსორო გარიგებიდანაც ერგება.

ნოვაკ ჯოკოვიჩი



ქონება - $200 მილიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია, რომლის ქონებაც 200 მილიონი დოლარია. პროფესიონალურ ტურში ჯოკოვიჩი 2003 წლიდან ჩაერთო, ამ ხნის განმავლობაში სერბმა 119 მილიონ დოლარზე მეტი თანხა, მხოლოდ მისი სპორტული კარიერით გამოიმუშავა. ჯოკოვიჩის აქტივში 17 დიდი სლემის ტიტულია, ასევე 2008 და 2012 წლების ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობაზე ჩემპიონობით 3.8 მილიონი დოლარი მოიგო.

როჯერ ფედერერი


603cc35b8068f

ქონება - $450 მილიონი ჩოგბურთის მცოდნეების დიდი ნაწილი როჯერ ფედერერს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად მოიხსენიებს. როჯერი პროფესიონალურ ტურში 1999 წლიდან ჩაერთო - ის გახდა ATP-ის ტოპ 100-ის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, რომელმაც 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შვეიცარია წარმოადგინა. როჯერი არაერთხელ ყოფილა რეიტინგის ლიდერი, მის აქტივში 20 დიდი სლემის ტიტულია. აღსანიშნავია, რომ როჯერს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სასპონსორო ხელშეკრულებები აქვს და მოქმედ ჩოგბურთელებს ის ყველაზე მდიდარია.

იონ ტირიაკი



ქონება - $2 მილიარდი რუმინელი ბიზნესმენი და ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, იონ ტირიაკი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ჩოგბურთელის წოდებას ატარებს. როდესაც იონი პროფესიონალურად თამაშობდა ჩოგბურთს, 1970 წელს მან მოიგო ბავარიის ჩოგბურთის საერთაშორისო ჩემპიონატი, ასევე 1968 წელს საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა. ტირიაკის კარიერა წყვილთა თანრიგში უფრო წარმატებული იყო, სადაც 1979 წლის აპრილში მსოფლიო რეიტინგის მე-19 პოზიციაზე იყო წარმოდგენილი. საჩოგბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 1990 წელს მან დააარსა კერძო ბანკი - "Banca Tiriac" და გახდა პირველი რუმინელი, რომელიც Forbes-ის მილიარდერების სიაში შეიყვანეს (2007 წელს).  

სხვა სტატიები