ყველაფერი, რაც როლან გაროსის მიმდინარე სეზონის შესახებ უნდა ვიცოდეთ
4 წლის წინ
ჩოგბურთი
7 წთ
საფრანგეთში მიმდინარე საჩოგბურთო ზეიმი ანუ დიდი სლემის ტურნირი, სახელად - "როლან გაროსი," საფინალო რაუნდების ფაზაში გადავიდა, ცნობილია ყველა 1/4-ფინალური წყვილი.
აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტია, რომ დარჩენილია 8 უძლიერესი ჩოგბურთელი, შესაბამისად პუბლიკა მათგან საოცარ სანახაობას ელოდება. 1/8-ფინალურ შეხვედრებში ფაქტობრივად სენსაცია არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით, ხუან-მარტინ დელ პოტროს დამარცხებას კარენ ხაჩანოვის წინააღმდეგ. როლან გაროსის ფავორიტად, "ტრადიციულად" რაფაელ ნადალია მიჩნეული, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია.ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. ჟან-ლეონარდ შტრუფი
შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
ნოვაკ ჯოკოვიჩი საწყისი რაუნდებიდან მოყოლებული უშეცდომოდ ასპარეზობს, არანაირი ხიფათის წინაშე არ დამდგარა, რაც იმის მაუწყებელია, რომ სერბი როლან გაროსისათვის შესანიშნავადაა მომზადებული.1/4-ფინალურ ეტაპამდე ნოლეს არცერთი სეტი არ წაუგია. რაც შეეხება შტუფს, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 45-ე ნომერია, მიუხედავად იმის, რომ ნოლეს წინააღმდეგ მან მხოლოდ 7 გეიმის მოგება მოახერხა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ როლან გაროსზე მისი ასპარეზობა წარმატებული იყო.
როჯერ ფედერერი Vs. ლეონარდო მაიერი
შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
6:2, 6:3, 6:3 - ფედერერის სასარგებლოდ.
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, 37 წლის როჯერ ფედერერი, საფრანგეთის ღია პირველობაზე ფენომენალურ ჩოგბურთს აჩვენებს. მაესტრო პირველი რაუნდიდან დაწყებული, 1/8-ფინალური შეხვედრით დასრულებული უმოკლედ დროში ახერხებს მომდევნო ეტაპის საგზურების განაღდებას. როჯერს ბოლო მეტოქედ ლეონარდო მაიერი ჰყავდა, რომელსაც საათსა და 45 წუთში გაუმკლავდა, შვეიცარიელმა მეტოქეს 8 გეიმი დაუთმო.
სტანისლას ვავრინკა Vs. სტეფანოს ციციპასი
შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
რაფაელ ნადალი Vs. ხუან-იგნასიო ლონდერო
შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
6:2, 6:3, 6:3 - ნადალის სასარგებლოდ.
პირველ რიგში აუცილებლად უნდა შევეხოთ ხუან-იგნასიო ლონდეროს, რომელმაც როლან გაროსის პირველი ეტაპიდან საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოასალმა ასპარეზს. ლონდერო თითზე ჩამოსათვლელ ჩოგბურთელებს შორისაა, რომელზეც როლან გაროსის შემდეგ აუცილებლად ისაუბრებენ, მის ასპარეზობას მომდევნო ტურნირებზე პუბლიკა მოუთმენლად ელის, ვინაიდან არგენტინელმა მოახერხა და უზუსტესი დარტყმების, ბრწყინვალე ვინერსების, სწრაფი და შემტევი სტილით მაყურებელს თავი ძალიან კარგად დაამახსოვრა. რაც შეეხება მატადორს, ის როლან გაროსის 11-გზის გამარჯვებულია. ნადალი წლევანდელ როლან გაროსს ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა და ასეც აგრძელებს, მან მხოლოდ ერთი სეტი წააგო განვლილი გზის განმავლობაში.
კეი ნიშიკორი Vs. ბენუა პერი
შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
ალექსანდრ ზვერევი Vs. ფაბიო ფონინი
შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
დომენიკ ტიმი Vs. გაელ მონფილსი
შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
კარენ ხაჩანოვი Vs. ხუან-მარტინ დელ პოტრო
შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
1/4-ფინალური შეხვედრები:
სტანისლას ვავრინკა Vs. როჯერ ფედერერი
კეი ნიშიკორი Vs. რაფაელ ნადალი
ალექსანდრ ზვერევი Vs. ნოვაკ ჯოკოვიჩი
კარენ ხაჩანოვი Vs. დომენიკ ტიმი
არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ 1/4-ფინალური შეხვედრების შემდეგ ნახევარფინალში მსოფლიოს 4 საუკეთესო ჩოგბურთელი გავიდეს - ოთხივე მათგანი საკუთარ მეტოქესთან ფავორიტადაა მიჩნეული (ჯოკოვიჩი, ნადალი, ფედერერი, ტიმი).2019 წლის როლან გაროსის სტატისტიკა:
ყველაზე მეტი ეისი:- ალექსანდრ ზვერევი - 61
- ალექსანდრ ზვერევი - 43
- კარბალეს ბაენა Vs. კრაინოვიჩი - 36
- ნოვაკ ჯოკოვიჩი - 84%
- უგო უმბერტი - 70%
- მარიუს კოპილი - 223 კილომეტრი/სთ
- მატეო ბერეტინი - 221 კილომეტრი/სთ
- ალექსანდრ ზვერევი - 219 კილომეტრი/სთ
- კეი ნიშიკორი - 33
- ალექსანდრ ზვერევი - 25
- სტეფანოს ციციპასი - 24