ყველაზე ახალგაზრდა რეიტინგის ლიდერები

თანამედროვე ჩოგბურთში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ტალანტი აღმოცენდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ ურთულეს ეპოქაში უწევთ ასპარეზობა, ვინაიდან დიდი სამეული რეიტინგის ლიდერობას ფაქტობრივად არავის უთმობს.

ზემოთხსენებული ფაქტიდან გამომდინარე ახალგაზრდებს არ ჰქონიათ შანსი, რომ პლანეტის საუკეთესო პოზიციაზე საკუთარი თავი წარადგინონ, თუმცა ასეთი პრეცედენტები მე-20 და 21-ე საუკუნეშიც დაფიქსირებულა.

ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი ვინც რეიტინგს სათავეში ჩაუდგა ლეიტონ ჰიუიტია, ავსტრალიელი 20 წლისა და 9 თვის გახლდათ, როდესაც პირველი ნომერი გახდა.

ჰიუიტის მაჩვენებელს მხოლოდ 1 თვით ჩამორჩება ბრწყინვალე მარატ საფინი, რომელმაც არაერთ ადამიანს არამხოლოდ საკუთარი თავი არამედ ჩოგბურთიც შეაყვარა. რუსი ჩოგბურთელი რეიტინგის პირველ ნომრად 20 წლისა და 10 თვის ასაკში მოგვევლინა.

ჰიუიტისა და საფინის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა პირველი ნომერი ჯონ მაკინროია, რომელიც 21 წლისა და 6 დღის გახდა პირველი ჩოგანი.

(34)

ყველაზე ახალგაზრდა რეიტინგის ლიდერები

სტატიის ავტორი
-