Belive

რა ბედი ელის ამერიკის ღია პირველობას

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ამერიკის ღია პირველობა ამჟამად საჩოგბურთო პროფესიონალურ ტურში გასამართი დიდი სლემის ტურნირებიდან რიგით პირველია, ვინაიდან როლან გაროსი სექტემბრამდე გადაიდო, უიმბლდონი კი გაუქმდა.ამის გამო ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ტურნირის ბედს. მოგეხსენებათ, რომ ამჟამად ამერიკაში კორონავირუსი უდიდესი მასშტაბითაა გავრცელებული, რაც კიდევ უფრო უბიძგებს ტურნირის ორგანიზატორებს, რომ გადაწყვეტილების მიღება დააჩქარონ. როგორც US OPEN-ის პრესსამსახურში ამბობენ გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული. "ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ტურნირის ჩატარებას ხელი არ შეეშალოს, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ეპიდსიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ შეუძლებელია რამე დანამდვილებით ითქვას"  "ამჟამად ტურნირის ჩატარების თარიღი უცვლელია, თუმცა განიხილება მხოლოდ უმაყურებლოდ ჩატარების ვარიანტი, რაც ისევე როგორც საზოგადოების, ასევე ჩოგბურთელების უკმაყოფილების გამომწვევი ფაქტორი გახდება. ზოგადად უმაყურებლოდ ჩატარებული და ჩასატარებელი ღონისძიებები პუბლიკის კმაყოფილებას ვერ იწვევს", - აცხადებს ერთ-ერთი ორგანიზატორი. შეგახსენებთ, რომ აშშ-ში Covid-19-ით დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა 678,210-ს მიაღწია, რაც მსოფლიო მასშტაბით რიცხობრივად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სხვა სტატიები