Belive

რა მოხდება US OPEN-ზე?! ვინ არ იასპარეზებს და როდის დაიწყება ტურნირი

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ამერიკის ღია პირველობის 2020 წლის ასპარეზის ირგვლივ ძალიან დიდი აჟიოტაჟია - უკვე ცნობილი ფაქტია, რომ ტურნირი დიდი ტრიოს გარეშე ჩაივლის, რაც იმას ნიშნავს, რომ 21-ე საუკუნეში პირველად მოხდება ფაქტი, როცა დიდი სლემის ტურნირზე არც ფედერერი, არც ნადალი და არც ჯოკოვიჩი არ იასპარეზებენ. როჯერ ფედერერი ტრავმიდან გამომდინარე ამერიკულ ტურნეში ჩართვას მაინც ვერ მოახერხებდა, თუმცა უნდ აღინიშნოს, რომ ჯოკოვიჩის მიერ წამოწყებულ საპროტესტო ტალღას შვეიცარიელმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, ისევე როგორც რაფაელ ნადალმა.

სულ ახლახანს გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ტურნირზე არ ითამაშებს ქალთა ერთეულთა თანრიგის მოკაშკაშე ვარსკვლავი სიმონა ჰალეპიც. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ 2020 წელს მხოლოდ ევროპულ ტურნირებზე იასპარეზებს, მიზეზად კი პანდემიისადმი მისი შიში დაასახელა. 16 ივნისს ამერიკის ღია პირველობის თემატიკასთან დაკავშირებით სერენა უილიამსის გუნდის წარმომადგენელმაც გააკეთა კომენტარი, რომელმაც აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების თანახმად ტურნირზე ჩოგბურთელებს მხოლოდ ერთი თანმხლები პირი ეყოლებათ, რაც სერენასთვის ტურნირზე "არ" ასპარეზობის ერთგვარი მაპროვოცირებელი ფაქტორია. რაც შეეხება თავად ამერიკის ღია პირველობას და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჩოგბურთო ორგანოების გადაწყვეტილებას, უნდა აღინიშნოს, რომ ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ ოფიციალურად დაადასტურა US OPEN-ის დაწყების თარიღი, რომელიც მიუხედავად ჩოგბურთელების უკმაყოფილებისა, როგორც ცნობილი იყო უცვლელი დარჩა - ტურნირი 31 აგვისტოს აიღებს სტარტს და დიდი სლემის ტურნირებისთვის დამახასიათებლად 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამრიგად, უდიდესია იმის ალბათობა, რომ 2020 წლის ამერიკის ღია პირველობამ თანამედროვეობის 5 უდიდესი ჩოგბურთელის გარეშე ჩაიაროს.

სხვა სტატიები