Belive

რა ოდენობის თანხა გამოიმუშავა 15 წლის ჩოგბურთელმა უიმბლდონზე?

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
15 წლისა და 118 დღის კორი გოფმა უიმბლდონზე ასპარეზობისას თავი მთლიან საჩოგბურთო სამყაროს გააცნო. ამერიკელი ტურნირზე 1/8 ფინალში გავიდა, სადაც დღეს ყოფილ პირველ ჩოგანთან, სიმონა ჰალეპთან 2 სეტში - 6:3; 6:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გოფმა მანამდე ლეგენდარულ, ვენუს უილიამსს მოუგო. გოფს 2019 წელს სხვადასხვა ტურნირებზე მონაწილეობისთვის 60 000 დოლარი ჰქონდა გამომუშავებული, უიმბლდონზე მერვედფინალში გასვლისთვის კი მისი შემოსავალი 233 000 დოლარამდე გაიზარდა. კორი გოფმა ტურნირებზე მონაწილეობის გარდა, თანხა სპონსორებითაც გამოიმუშავა. Forbes-ის ინფორმაციით, 15 წლის სპორტსმენს წელს ჯამში მილიონი დოლარი აქვს მიღებული.