რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ინდიან უელსის მესამე წრეში გასვლით

საჩოგბურთო სამყაროში 2021 წლის ბოლოს წინა მასტერსის ტიპის (1000-ქულიანი) ტურნირი, ინდიან უელსი, იმართება.

ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც.

ნიკა ტურნირზე 29-ე ნომრადაა განთესილი, რის გამოც ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ჩოგბურთელი, კრისტოპერ იუბანკსი გახლდათ.

იუბანკსის ბარიერი ბასილაშვილმა წარმატებით და რაც მთავარია, დამაჯერებლად დაძლია.

ზემოთხსენებული გამარჯვებით ნიკამ 51,895 ამერიკული დოლარი და 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

იმ შემთხვევაში თუ მესამე წრეში რამოს-ვინოლასსაც დაამარცხებს, ქართველი ჩოგბურთელი 90 სარეიტინგო ქულასა და 92,000 ამერიკულ დოლარს მიიღებს.

(333)

რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ინდიან უელსის მესამე წრეში გასვლით

სტატიის ავტორი
-