რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა მასტერსის 1/4-ფინალში გასვლით

საჩოგბურთო სამყაროში 2021 წლის ბოლოს წინა მასტერსის ტიპის (1000-ქულიანი) ტურნირი, ინდიან უელსი, იმართება.

ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც.

ნიკა ტურნირზე 29-ე ნომრადაა განთესილი, რის გამოც ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ჩოგბურთელი, კრისტოპერ იუბანკსი გახლდათ, რომელიც დამაჯერებლად დაამარცხა.

იუბანკსის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა რამოს-ვინოლასს დრამატულ ბრძოლაში მოუგო და 1/8-ფინალში გავიდა, სადაც მსოფლიო რეიტინგის 29-ე ნომერ, რუს ჩოგბურთელს კარენ ხაჩანოვს 2-სეტში, დამაჯერებლად სძლია და კარიერაში პირველად მასტერსის ტიპის 1/4-ფინალურ ეტაპზე გავიდა.

ზემოთხსენებული გამარჯვებით ნიკამ 175,000 ამერიკული დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

იმ შემთხვევაში თუ ნიკა 1/4-ფინალშიც გაიმარჯვებს, სადაც დიდი ალბათობით მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი, სტეფანოს ციციპასი იქნება, ის 360 სარეიტინგო ქულას და 335,000 დოლარს მიიღებს.

(8378)

რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა მასტერსის 1/4-ფინალში გასვლით

სტატიის ავტორი
-