Belive

რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა მასტერსის ფინალში გასვლით

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

საჩოგბურთო სამყაროში 2021 წლის ბოლოს წინა მასტერსის ტიპის (1000-ქულიანი) ტურნირი, ინდიან უელსი, იმართება. Play theOnline Slots Casino games for everyone. https://clickmiamibeach.com/

ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც.

ნიკა ტურნირზე 29-ე ნომრადაა განთესილი, რის გამოც ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ჩოგბურთელი, კრისტოპერ იუბანკსი გახლდათ, რომელიც დამაჯერებლად დაამარცხა.

იუბანკსის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა რამოს-ვინოლასს დრამატულ ბრძოლაში მოუგო და 1/8-ფინალში გავიდა, სადაც მსოფლიო რეიტინგის 29-ე ნომერ, რუს ჩოგბურთელს კარენ ხაჩანოვს 2-სეტში, დამაჯერებლად სძლია და კარიერაში პირველად მასტერსის ტიპის 1/4-ფინალურ ეტაპზე გავიდა.

1/4-ფინალურ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი, სტეფანოს ციციპასი იყო, რომელსაც ქართველი ჩოგბურთელი დრამატული ბრძოლის შედეგად, ანგარიშით – 6:4; 2:6; 6:4, გაუმკლავდა.

რაც შეეხება 1/2-ფინალს, ნიკას მეტოქე ადგილობრივი ტეილორ ფრიცი იყო, რომელსაც კორტზე მყოფი გულშემატკივრის უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა მიუხედავად წნეხისა, ბასილაშვილი მას 2-სეტში, ანგარიშით – 7:6(5); 6:3, გაუმკლავდა და ფინალის საგზური მოიპოვა, რითაც პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

ზემოთხსენებული გამარჯვებით ნიკამ 600 სარეიტინგო ქულისა და 640,000 დოლარის გამომუშავება შეძლო, რითაც განახლებულ რეიტინგში წინსვლა გარანტირებული აქვს.

სხვა სტატიები