რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ვენის ტურნირის მეორე წრეში გასვლით

ახალი კვირიდან ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის 500-ქულიან ტურნირზე იასპარეზებს, სადაც მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავები არიან თავმოყრილნი.

ტურნირის პირველი რაუნდები უკვე ჩატარდა, სადაც საქართველოს პირველი ნომერი, მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერ, პაბლო კარენო ბუსტას შეხვდა და 3-სეტიან ბრძოლაში გაიმარჯვა.

მეორე რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-7 ჩოგანი, იტალიელი ჩოგბურთელი, მატეო ბერეტინი იქნება.

ექსპერტების შეფასებით შეხვედრის ფავორიტად იტალიელი ჩოგბურთელია მიჩნეული.

ვენის ტურნირის მეორე წრეში გასვლით ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულისა და 32,885 ევროს გამომუშავება შეძლო.

(8740)

რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ვენის ტურნირის მეორე წრეში გასვლით

სტატიის ავტორი
-