Belive

რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა უიმბლდონის მეორე ეტაპზე გასვლით?!

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველმა და მსოფლიო რეიტინგის 26-ე ნომერმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, 2022 წლის დიდი სლემის ტურნირი – უიმბლდონი, გამარჯვებით გახსნა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა დრამატულ 5 სეტიან ბრძოლაში, ვეტერანი ჩეხი – ლუკას როსოლი 6:7; 7:6; 3:6; 6:3; 6:4 დაამარცხა და 1/32-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფრანგი – კვენტინ ჰალისი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 82-ე ნომერია. უიმბლდონის მეორე რაუნდში გასვლით ბასილაშვილმა $95 925 გამოიმუშავა, რაც ფუნტებში £78,000-ია. ქართულ-ფრანგული დაპირისპირება 29 ივნისს შედგება.  

სხვა სტატიები