Belive

რა თანხა გამოიმუშავა ეკო გორგოძემ როლან გაროსზე გასვლით

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობდა, სადაც წარმატებით დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპის სამივე რაუნდი. საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში გორგოძე, მსოფლიო რეიტინგის 231-ე ნომერ ელიცა კოსტოვას უპირისპირდებოდა და 2-სეტში, ანგარიშით – 7:6(5), 6:3 სძლია, ხოლო ფინალურ ეტაპზე ნურია პარიზას-დიასს, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 165-ე პოზიციაზე იმყოფება, 2-სეტში, ანგარიშით – 6:3, 6:4 მოუგო. შესაბამისად ქართველმა ჩოგბურთელმა 2021 წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირზე, როლან გაროსზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, თუმცა სამწუხაროდ პირველივე რაუნდში 18 წლის დანიელი ჩოგბურთელის, კლარა ტაუსონის წინააღმდეგ, 2-სეტში, ანგარიშით - 6:4; 6:2 დამარცხდა. საყურადღებოა, რომ ტურნირის ძირითად ეტაპზე ასპარეზობისათვის ეკო გორგოძემ 60,000 ევრო და 25 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რაც ქართველი ჩოგბურთელისთვის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. Live.ge წარმატებებს უსურვებს ეკოს სამომავლო ასპარეზობებში!

სხვა სტატიები