რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის მეორე რაუნდში გასვლით

ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე – ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობს, სადაც პირველ რაუნდში კვონ სონის წინააღმდეგ წარმატებით წარსდგა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე დაძაბულ, 5-სეტიან ორთაბრძოლაში დაამარცხა.

მეორე რაუნდში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ესპანელი ფერნანდო ვერდასკო იქნება.

ავსტრალიია ღია პირველობის მეორე რაუნდში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 88 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირზე გასულ წელს ნიკამ მესამე რაუნდში გასვლა მოახერხა, შესაბამისად თუ ის ამ მაჩვენებელს არ გააუმჯობესებს დამატებით სარეიტინგო ქულებს ვერ გამოიმუშავებს.

 

(2215)

რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის მეორე რაუნდში გასვლით

სტატიის ავტორი
-