Belive

რამდენი გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის მეორე ტურში გასვლით

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე ეტაპზე გავიდა, იგი პირველ რაუნდში ამერიკელ პერსპექტიულ მოთამაშე კრისტოფერ ეუბანკსს დაუპირისპირდა - თამაში 4 სეტში, ანგარიშით - 6:4, 4:6, 7:6(6), 6:3, ნიკოლოზის გამარჯვებით დასრულდა. ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 75 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. მომდევნო ეტაპზე ნიკოლოზის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 137-ე ნომერი სტეფანო ტრავალია იქნება, რომელიც ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა და მეორე რაუნდში გააღწია.    

სხვა სტატიები