Belive

რამდენი სარეიტინგო ქულა და რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა მეცის ტურნირის 1/4-ფინალში გასვლით

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ახალი კვირიდან საჩოგბურთო სამყაროში მეცის 250-ქულიანი ტურნირი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც მონაწილეობს. ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირზე საწყისი ორი მეტოქე დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა. საყურადღებოა 1/8-ფინალური მატჩი, სადაც ნიკას მეტოქე ესპანელი დავიდოვიჩ-ფოკინა გახლდათ, რომელთანაც დრამატულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა, ქართველმა ჩოგბურთელმა 5 მატჩ-პოინტი გადაარჩინა. მეცის ტურნირის 1/4-ფინალში გასვლით ნიკამ 45 სარეიტინგო ქულა და 14,000 ევრო გამოიმუშავა. მომდევნო ეტაპზე ნიკას მეტოქე ადგილობრივი გაელ მონფილსი იქნება.

სხვა სტატიები