Belive

რაფაელ ნადალი ATP Cup-ზე არ იასპარეზებს

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2022 წლის პირველი საჩოგბურთო ტურნირი – ATP Cup, ავსტრალიაში, კერძოდ სიდნეიში გაიმართება. ტურნირზე მონაწილეობას 24 ქვეყანა და მათი საუკეთესო ჩოგბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. სასიხარულოა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მსოფლიო რეიტინგში განთესვიდან გამომდინარე, საქართველო ATP Cup-ზე მე-16 ნომრად იქნება წარმოდგენილი. უკვე მეორე წელია ტურნირზე ესპანეთის ნაკრებს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, რაფაელ ნადალი ვერ დაეხმარება. ნადალის არყოფნის მიზეზი მისი ტრავმაა, რის გამოც საჩოგბურთო სეზონის ბოლო ნაწილი ფაქტობრივად სრულად გამოტოვა. უცნაური ის არის, რომ ნადალს აბუ-დაბის საჩვენებელ ტურნირზე ასპარეზობა აქვს დაგეგმილი, რომელიც 17-18 დეკემბერს იგეგმება, თუმცა როგორც ჩანს ოფიციალურ და მნიშვნელოვან ტურნირზე სათამაშოდ ესპანელი საკუთარ თავს მზადყოფნას უწუნებს.

სხვა სტატიები