Belive

რაფაელ ნადალი: "მე კარგი თამაში ვაჩვენე, ნიკოლოზი კი უბრალოდ ფანტასტიკური იყო"

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი რაფაელ ნადალი და საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, სადაც ოთხ სეტში გამარჯვებული ლეგენდარული ესპანელი გახლდათ. მატჩის დასრულების შემდეგ მაყურებელმა ქართველი ჩოგბურთელი კორტიდან უდიდესი ოვაციებით გააცილა. ნადალის მატჩისშემდეგომი კომენტარი: „დასაწყისში დიდი უპირატესობა მოვიპოვე, მაგრამ ტაიბრეიკზე მე კარგი თამაში ვაჩვენე, ნიკოლოზი კი უბრალოდ ფანტასტიკური იყო“. როდესაც ესპანელს კითხეს თუ რომელი მეტოქე იყო უფრო რთული ბასილაშვილსა და ხაჩანოვს შორის მისი პასუხი იყო : „ეს იყო ორი ურთულესი მატჩი ზედიზედ“.

სხვა სტატიები