რაფაელ ნადალი სტიქიას ებრძვის

9-10 ოქტომბერს, კუნძულ მალიორკაზე დიდი წყალდიდობა იყო. სხვადასხვა წყაროს ცნობით, სტიქიამ ცხრა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ 22 ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.

რაფაელ ნადალი კი პირადად ჩაერთო სამაშველო სამუშაოებში. გარდა ამისა, ქალაქ მანაკორში მისი საჩოგბურთო აკადემია დროებითი საცხოვრებელი გახდა მათთვის, ვინც სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩა.

01:11

„ნაღვლიანი დღეა მალიორკასთვის. ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა სან ლორენსოში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ ყველას ვთავაზობთ დახმარებას, ვინც საცხოვრებლის გარეშე დარჩა,“ – დაწერა „ტვიტერზე“ ნადალმა. 

(844)

სტატიის ავტორი
-