Belive

რაფაელ ნადალმა როლან გაროსის მე-12 ტიტული მოიპოვა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო საჩოგბურთო სამყაროს ყურადღება განვლილი 2 კვირის განმავლობაში საფრანგეთში, კერძოდ კი პარიზში - როლან გაროსის ტურნირზე იყო მიპყრობილი. ტურნირის დაწყებისთანავე ფავორიტად რაფაელ ნადალი იყო მიჩნეული. ის რომ რაფა "თიხის მეფეა" ცალკე ფენომენია, თუმცა მატადორზე დამატებით შეიძლება ითქვას, რომ ის როლან გაროსის ღმერთია, მან კარიერის განმავლობაში როლან გაროსის მე-12 ტიტული მოიპოვა. ფინალში რაფას მეტოქე ბრწყინვალე ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი დომენიკ ტიმი გახლდათ, რომელმაც რაფას შესაშნიშნავი მეტოქეობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ მაინც უძლური აღმოჩნდა. პირველი წაგებული სეტის შემდეგ, მეორე სეტში დომენიკ ტიმმა წონასწორობა აღადგინა, რაც ესპანელი მატადორისთვის "გაბრაზების" მიზეზი აღმოჩნდა და მომდევნო ორ სეტში მან მეტოქე დაუნდობელი სხვაობით - 6:1, 6:1 დაამარცხა და ტრიუმფით დაასრულა საფრანგეთის ღია პირველობა. რაფაელ ნადალმა კარიერის განმავლობაში მე-18 დიდი სლემის ტიტული მოიპოვა.

სხვა სტატიები