Belive

რაფაელ ნადალს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო რეიტინგის ყოფილ პირველ ნომერს, რაფაელ ნადალს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანელმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
"მოგესალმებით ყველას. მინდა გამცნოთ, რომ აბუ დაბიში ტურნირის ჩატარებიდან სახლში დაბრუნების შემდეგ, კოვიდზე გაკეთებული ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ქუვეითშიც და აბუ დაბიშიც ორ დღეში ერთხელ საკონტროლო შემოწმება გვქონდა და ყველა პასუხი უარყოფითი იყო, ბოლო ტესტი კი პარასკევს ჩავატარე, შედეგები კი შაბათს მიიღეს. ეს უსიამოვნო მომენტია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თანდათან გამოვჯანმრთელდები. ახლა სახლში ვარ და შედეგი შევატყობინე მათ, ვინც ჩემთან კონტაქტში იყო. მე უნდა ვიყო მოქნილი ჩემს კალენდართან დაკავშირებით. გაგაცნობთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ჩემს მომავალ ტურნირებთან დაკავშირებით! წინასწარ გმადლობთ მხარდაჭერისთვის და გაგებისთვის“, - წერს ნადალი თავის Twitter-ზე.
35 წლის სპორტსმენმა 2021 წელი ბარსელონასა და რომის ღია პირველობაზე მოგებული ორი ტიტულით და მსოფლიოს რეიტინგში მეექვსე პოზიციით დაასრულა.

სხვა სტატიები