Belive

რაფაელ ნადალი ბოლო პერიოდში აპრობირებულ არასტანდარტულ ჩაწოდებას ეხმაურება

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე 2020 წლის საჩოგბურთო ბადე განსხვავებულად მიდის. ამჟამად, მაყურებელი მაისში გასამართ საფრანგეთის ღია პირველობას ადევნებს თვალ-ყურს. როლან გაროსის პირველი ორი რაუნდი დასრულებულია და აღსანიშნავია, რომ ტურნირი ჯერჯერობით განსაკუთრებული სენსაციების გარეშე მიმდინარეობს. მეორე რაუნდში რაფაელ ნადალი მაკენზი მაკდონალდსს დაუპირისპირდა, რომელსაც ძალიან მარტივად გაუმკლავდა, თუმცა გულშემატკივრისა და ჩოგბურთის მოყვარულთა ყურადღება მაკდონალდსის მიერ ბოლო პერიოდში აპრობირებული ხერხით ჩამოწოდებულმა ბურთმა მიიპყრო, რომელსაც ნადალმა პირდაპირ ვინერსით უპასუხა. მატჩის შემდგომ პრესკომფერენციაზე ჟურნალისტებმა ნადალს მაკენზის მიერ მხარს ქვემოდან მოწოდებულ ქულაზე აზრი ჰკითხეს:
"ვფიქრობ მიზნის მისაღწევად ეს მეთოდი კარგი საშუალებაა. თუ ასეთი გზით ქულის მოგებას შეძლებ კარგი ხერხია, თუ აგებ ცუდი. ასეთი დარტყმა შეურაცხმყოფელად არ მიმაჩნია, მთავარია ის, რომ ასეთი ჩამოწოდების მიზანი მოწინააღმდეგის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა არ იყოს", - აცხადებს რაფა.
რაფაელ ნადალი როლან გაროსის 12 გზის გამარჯვებულია, ის როგორც თიხის ასევე პარიზული ასპარეზის მეფეცაა. 93 მოგება და 2 მარცხი - აი, ასეთი ფენომენალური და დაუჯერებელი მაჩვენებელი აქვს ფრანგულ ასპარეზზე რაფას. მისი მომდევნო რაუნდის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 74-ე პოზიციაზე მყოფი სტეფანო ტრავალია იქნება.

სხვა სტატიები