Belive

რაფალ ნადალმა პირველი ჩოგნის სტატუსი მერვედ მოიპოვა

4 წლის წინ ჩოგბურთი
4 წთ
რაფაელ ნადალი კვლავ საჩოგბურთო რეიტინგის სათავეშია! ესპანელი მატადორი ისტორიაში ასაკით მეორე ჩოგბურთელია (33 წლის), რომელმაც რეიტინგში პირველობის მოპოვება შეძლო. ამ კომპონენტში, პირველ ადგილს როჯერ ფედერერი იკავებს, რომელმაც პირველობა 36 წლის ასაკში დაუბრუნა. ნადალი საჩოგბურთო რეიტინგის სათავეში აქამდე 7-ჯერ მოექცა:
  • 7 ივნისი, 2010 - 3 ივლისი, 2011
  • 7 ოქტომბერი, 2013 - 6 ივლისი, 2014
  • 21 აგვისტო, 2017 - 18 თებერვალი, 2018
  • 2 აპრილი, 2018 - 13 მაისი, 2018
  • 21 მაისი, 2018 - 17 ივნისი, 2018
  • 25 ივნისი, 2018 - 4 ნოემბერი, 2018
  • 4 ნოემბერი, 2019 - დღემდე
"ჩემთვის ეს წელი საკმაოდ რთულად დაიწყო, თუმცა შევძელი მეპოვა ის გზა, რომელიც უმაღლესი დონის ჩოგბურთის თამაშის შესაძლებლობას მომცემდა. ძალიან ვამაყობ განვლილი წლით, უბედნიერესი ვარ," განაცხადა ნადალმა.

ნადალის მორიგ მიღწევას ATP Tour-მა ვიდეო მიუძღვნა


ნადალის წარმატებული სეზონი

33 წლის ჩოგბურთელმა გასული სეზონი ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა, თუმცა 2019 წელს, მან 2 დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო, მოიგო 51 შეხვედრა, 6-ჯერ კი დამარცხდა. საერთო ჯამში, ნადალმა წელს 4 ტიტული მოიგო: რომის მასტერსი (მოიგო მეცხრედ), მონრეალის მასტერსი (35), როლან გაროსი (12) და ამერიკის ღია პირველობა (4).
20190906 Matteo Berrettini vs Rafael Nadal - Day12

რისი მიღწევა შეუძლია ნადალს 2020 წელს?

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობაზე ფავორიტად მიჩნეული არ არის - მთავარი ფავორიტი 2019 წლის გამარჯვებული, ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც ფინალში ნადალი 3 სეტში, ანგარიშით 6:3, 6:2, 6:3 დაამარცხა.

ესპანელის მთავარი მიზანი ძალების სწორი გადანაწილება იქნება, რათა სეზონის მთავარ მომენტებს ფორმის პიკზე შეხვდეს - სწორედ ეს გახდა ნადალის წლევანდელი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

დანილ მედვედევმა, საკუთარი ნიჭის წყალობით, ესპანელს ამერიკის ღია პირველობის ფინალში დიდი პრობლემები შეუქმნა, თუმცა საერთო ჯამში, გადამწყვეტ მომენტებში მაინც მატადორის კლასმა იმარჯვა.

მედვედევი, ისევე როგორც სხვა ახალი თაობის ნიჭიერი წარმომადგენლები, 2020 წელს ნადალისთვის უხერხული მეტოქეები იქნებიან, თუმცა სავარაუდოდ, "თიხნარის მეფედ" წოდებული ესპანელი რონალ გაროსზე კვლავ უპირობო ფავორიტი იქნება.


საჩოგბურთო რეიტინგის ლიდერები ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში

  • როჯერ ფედერერი - 310 კვირა
  • პიტ სამპრასი - 286 კვირა
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი - 275 კვირა
  • ივან ლენდლი - 270 კვირა
  • ჯიმი კონორსი - 268 კვირა
  • რაფაელ ნადალი - 197 (მიმდინარე)
  • ჯონ მაკინროი - 170 კვირა
  • ბიორნ ბორგი - 109 კვირა
  • ანდრე აგასი - 101 კვირა

იხილეთ განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი

ადგილი მოთამაშე ქულა
1
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 6
რ. ნადალი 9585
2
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 1
ნ. ჯოკოვიჩი 8945
3
რ. ფედერერი 6190
4
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 2
დ. მედვედევი 5705
5
დ. ტიმი 5025
6
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 3
ს. ციციპასი 4000
7
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 4
ა. ზვერევი 2945
8
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 7
მ. ბერეტინი 2670
9
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 6
რ. ბაუტისტა-აგუტი 2540
10
გ. მონფილსი 2530
11
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები TOP 20) 14
დ. გოფინი 2335
12
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 7
ფ. ფონინი 2290
13
კ. ნიშიკორი 2180
14
დ. შვარცმანი 2125
15
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 11
დ. შაპოვალოვი 2050
16
ს. ვავრინკა 2000
17
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 2
კ. ხაჩანოვი 1840
18
ა. დე მინაური 1775
19
ჯ. ისნერი 1770
20
გ. დიმიტროვი 1747
26
ნ. ბასილაშვილი 1450
 

სხვა სტატიები