რატომ აღარ თამაშობს ნადალი Queen’s Club-ის ტურნირზე

722
ნახვა

რაფაელ ნადალი Queen’s Club-ის ტურნირზე ბოლო წლების განმავლობაში არ გამოჩენილა, ეს ტურნირი ბალახის საფარიანია და ტრადიციულად, უიმბლდონის დაწყებამდე იმართება.

Queen’s Club-ის ტურნირს საკმოდ დიდი ისტორია აქვს, ის პირველად 1890 წელს ჩატარდა, თუ რამ გამოიწვია რაფაელ ნადალის უკმაყოფილება ეს საკმაოდ საინტერესო მომენტი და გასათვალისწინებელი ფაქტორია.

“როდესაც დიდ ბრიტანეთში მიწევს თამაში ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია, ვინაიდან ადგილობრივი კანონმდებლობით გადასახადების საკმაოდ მაღალი პროცენტულობაა. დიდ ბრიტანეთში თამაშის დროს სახელმწიფო გადასახადებისგან ზიანდებიან ჩემი სპონსორებიც – ნაიკი, ბაბოლატი და საათის ფირმებიც. შესაბამისად ეს ყოველივე ჩემთვის საკმაოდ გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, დიდ ბრიტანეთში თამაშის დროს შენდაუნებურად თანხას ავტომატურად “აგებ”, რა თქმა უნდა, თამაში “ფული” არაა, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი”, – განაცხადა რაფამ.

აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე ესპანელი “მატადორი” Queen’s Club-ის ტურნირზე 2015 წლის შემდეგ აღარ გამოსულა.

 

(722)

რატომ აღარ თამაშობს ნადალი Queen’s Club-ის ტურნირზე

სტატიის ავტორი
-