Belive

როდის დაასრულებს კარიერას როჯერ ფედერერი?

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
2020 წლის რიგით პირველი დიდი სლემის ტურნირი - ავსტრალიის ღია პირველობაა, რომელიც ნახევარფინალური ეტაპის შემდეგ ლეგენდარული შვეიცარიელი მაესტროს გარეშე დარჩა. როჯერ ფედერერისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის დაპირისპირება საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ტიტანების დაპირისპირებაში სერბი ჩოგბურთელი გაცილებით უკეთეს ჩოგბურთს აჩვენებდა და შედეგიც შესაბამისი დადგა, სერბმა მეტოქე 3 სეტში, ანგარიშით - 7:6(1), 6:4, 6:3 დაამარცხა. ნახევარფინალური მატჩის დასრულების შემდეგ როჯერ ფედერერმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების არაერთ შეკითხვას უპასუხა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვასაც, თუ როდის აპირებს 38 წლის შვეიცარიელი კარიერის დასრულებას. "ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო, ნოვაკის წინააღმდეგ თამაში ერთპიროვნულად ძალიან რთულია, თუმცა მიმაჩნია, რომ 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩემი ასპარეზობა დამაკმაყოფილებელი იყო" "რაც შეეხება იმას თუ როდის ვაპირებ კარიერის დასრულებას, ამ ეტაპზე ჩემი პასუხი ასეთია - კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ მაქვს, ველოდები თუ როგორ ჩაივლის წლევანდელი საჩობურთო სეზონი, როგორ ფიზიკურ კონდიციაში ვიქნები, როგორი იქნება ჩემი ოჯახური მდგომარეობა - სწორედ ეს არის ის ფაქტორები, რაც ჩემი კარიერის დასრულება-არდასრულების საკითხს წყვეტს" "დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს მელბურნში უკეთეს შედეგს დავაფიქსირებ", - განაცხადა როჯერ ფედერერმა. ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გასვლით, დამატებით 540 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

სხვა სტატიები