Belive

როჯერ ფედერერი კორტზე საფრანგეთში დაბრუნდება

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც 2020 წელს მისი კორტზე ნახვა იშვიათი შემთხვევა იქნება. ცხადია, რომ აღნიშნული მოვლენა ჩოგბურთის მოყვარულთათვის სამწუხაროა, თუმცა თუკი შვეიცარიელის ასაკს გავითვალისწინებთ, გასაკვირი ნამდვილად არაფერი იქნება. მედიაში გავრცელდა ხმები, რომ ფედერერი მადრიდისა და რომის მასტერსზე იასპარეზებდა, თუმცა შვეიცარიელმა უმალვე ყველაფერი უარყო. ოფიციალური ინფორმაცით, "მხიარულ როჯერს" მისი ქომაგები კორტზე საფრანგეთის ღია პირველობაზე იხილავენ. შეგახსენებთ, ფედერერი 2020 წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე ნახევარფინალურ ეტაპზე, ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ გამოვარდა, წლის მეორე სლემი, რომელზეც მისი ასპარეზობა ოფიციალურად დადასტურებულია, 24 მაისს აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები