Belive

როჯერ ფედერერი ჩოგბურთს შანხაიში დაუბრუნდა (ვიდეო)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
37 წლის ლეგენდარული შვეიცარიელი, როჯერ ფედერერი საჩოგბურთო სამყაროს შანხაის მასტერსზე დაუბრუნდა. მისი პირველი მეტოქე ახალგაზრდა რუსი, დანილ მედვედევი გახლდათ, რომელიც გასულ კვირაში ტოკიოს ტურნირის გამარჯვებული გახდა. სპეციალისტების აზრით შეხვედრის ფავორიტად, რა თქმა უნდა, როჯერი მიიჩნეოდა. პირველი სეტი მაესტრომ შესანიშნავად დაიწყო, პირველივე გეიმში ბრეიკის უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მედვედევმა წონასწორობა მალევე აღადგინა. სეტის მიწურულს კი როჯერმა კიდევ ერთხელ დააბრეიკა და ანგარიშით - 6:4 გაიმარჯვა. მეორე სეტი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, ფედერერი ბრეიკის გაკეთებას ვერ ახერხებდა და საბოლოოდ ანგარიშით 4:5-ზე თავად წააგო მეტოქესთან მოწოდება და სეტებში ანგარიში გათანაბრდა. მესამე გადამწყვეტ სეტში ორივე ჩოგბურთელი შესანიშნავად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე, თუმცა ანგარიშით 4:4-ზე მაესტრომ მოახერხა და გააკეთა ბრეიკი, რომელიც შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. მატჩის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:4, 4:6, 6:4 როჯერ ფედერერი მომდევნო ეტაპზეა.

სხვა სტატიები