Belive

როჯერ ფედერერი ნამიბიელ ბავშვებს ესტუმრა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობით დაინტერესდა, მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო სადაც ის ნამიბიაში იმყოფება. მხიარული როჯერი ნამიბიაში "FedererFoundation"-ის აქციის ფარგლებში ადგილობრივ ბავშვებს ეწვია. "შთამბეჭდავი ვიზიტი ნამიბიაში, სადაც ამ საოცარ ქვეყანაში ჩვენს საგანმანათლებლო პროექტებს ვაკვირდებით. ბავშვები ჩვენი ხვალინდელი დღეა", - ამ წარწერით გამოაქვეყნა ფედერერმა ფოტო საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე.

 
View this post on Instagram
 

Incredible visit to Namibia to see our future education initiatives in this incredible country. Children are tomorrow’s future. 🇳🇦 @rogerfederer.foundation #education

A post shared by Roger Federer (@rogerfederer) on

მოგეხსენებათ, რომ შვეიცარიელი მაესტრო ქველმოქმედებით აქტიურადაა დაკავებული და მისი ფოტოები არაერთი მსგავსი ადგილიდან გავრცელებულა.

სხვა სტატიები