Belive

როჯერ ფედერერი ოლიმპიადიდან მოეხსნა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

როჯერ ფედერერი ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას შვეიცარიელი ჩოგბურთელი ოფიციალურად ადასტურებს. ფედერერმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:

"ბალახის სეზონის დროს, სამწუხაროდ, მუხლმა შემაწუხა, რის გამოც მომიწია, ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნას დავთანხმებულიყავი. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან შვეიცარიის სახელით ასპარეზობა ყოველთვის დიდი პატივი და ჩემი კარიერის გამორჩეული მომენტია. უკვე დავიწყე რეაბილიტაცია იმ იმედით, რომ ზაფხულის ბოლოს ტურს დავუბრუნდები. შვეიცარიის ნაკრების დანარჩენ წევრებს წარმატებას ვუსურვებ, გიგულშემატკივრებთ შორიდან," - წერს ფედერერი.

სხვა სტატიები