Belive

როჯერ ფედერერი როლან გაროსიდან მოეხსნა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2021 წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი - როლან გაროსი დასკვნით ფაზაში გადადის. ტურნირზე მონაწილეობას, ფაქტობრივად ყველა სუპერვარსკვლავი იღებდა, მათ შორის ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერიც. 39 წლის შვეიცარიელი ჩოგბურთელი ტურნირის მე-4 რაუნდში მატეო ბერეტინის წინააღმდეგ საასპარეზოდ ემზადებოდა, თუმცა მისი და მისი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებით ფედერერი ტურნირიდან მოეხსნა.
"ჩემი გუნდის წევრებთან ერთობლივი დისკუსიის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე ტურნირიდან უნდა მოვეხსნა. მუხლზე ორჯერადი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესი ჩემთვის საკმაოდ მნიშნველოვანია და ყველამ იცის, რომ ამ ეტაპისათვის ჯერ კიდევ არ ვარ სრულყოფილ მზადყოფნაში. ჩემი სხეული და ამდენხნიანი სარეაბილიტაციო პროცესი, არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ გავრისკო და ასპარეზობა გავაგრძელო. ძალიან სასიამოვნოა კორტზე დაბრუნება, შევხვდებით მალე", - აცხადებს მაესტრო.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს როჯერ ფედერერმა მუხლზე ორი ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც მნიშვნელოვანი პერიოდი გაუცდა. უქმობის შემდეგ როლან გაროსი მისთვის პირველი დიდი სლემის ტურნირი იყო.

სხვა სტატიები