Belive

როჯერ ფედერერი Vs. ნოვაკ ჯოკოვიჩი

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2018 წლის ბოლო მასტერსის ნახევარფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ორი ვირტუოზი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი დაუპირისპირდნენ.  საჩოგბურთო სამყარომ გენიალური შეხვედრა იხილა, განსაკუთრებული სიამოვნება იმ მაყურებელმა მიიღო, რომელმაც პარიზში ეს შეხვედრა საკუთარი თვალით იხილა. შეხვედრის პირველი სეტის ბედი ტაი-ბრეიკის გადასაწყვეტი გახდა, სადაც ნოლემ პირველივე შანსი გამოიყენა და შეხვედრაში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. მეორე სეტში, 37 წლის მაესტრომ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ კორტზე გაიბრწყინა. როჯერმა ყველაზე მნიშვნელოვან დროს, ანგარიშით 6:5-ზე მეტოქის ჩაწოდება საკუთარ აქტივში ჩაწერა და სეტებში წონასწორობა აღადგინა. მესამე და გადამწყვეტ სეტში, კორტზე მყოფმა ორმა გენიოსმა მაყურებელს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ ისინი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელების დაპირისპირებას ესწრებოდნენ - 12 უშეცდომო გეიმი და ისევ ტაი-ბრეიკი. გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკში შვეიცარიელ ჩოგბურთელს ბედმა ზურგი აქცია, ნოლეს კი ხუთმაგ მატჩ-პოინტს ხელიდან ვეღარავინ გამოგლეჯდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 7:6(3), 5:7, 7:6(3) ნოვაკ ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.  პარიზის მასტერსის ფინალურ შეხვედრაში ჯოკოვიჩს კარენ ხაჩანოვი შეხვდება.

სხვა სტატიები