Belive

როჯერ ფედერერი ზაფხულამდე იუქმებს - მისი შემდეგი გაჩერება უიმბლდონია

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც 2020 წელს მისი კორტზე ნახვა იშვიათი შემთხვევა იქნება. ცხადია, რომ აღნიშნული მოვლენა ჩოგბურთის მოყვარულთათვის სამწუხაროა, თუმცა თუკი შვეიცარიელის ასაკს გავითვალისწინებთ, გასაკვირი ნამდვილად არაფერი იქნება. მედიაში გავრცელდა ხმები, რომ ფედერერი მადრიდისა და რომის მასტერსზე იასპარეზებდა, თუმცა შვეიცარიელმა უმალვე ყველაფერი უარყო. აქამდე არსებული ოფიციალური ინფორმაცით, “მხიარული როჯერის” კორტზე ხილვას მისი ქომაგები საფრანგეთის ღია პირველობაზე შეძლებდნენ, თუმცა შვეიცარიელმა მაესტრომ ახლახანს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ბალახის საფარზე დაბრუნდება, რისი მიზეზიც მუხლზე გაკეთებული ოპერაციაა. როჯერ ფედერერს 2020 წელს - დუბაის, ინდიან უელსის, ბოგოტასა და მაიამის ტურნირების გამოტოვება მოუწევს, ამავდროულად რაც ყველაზე გულდასაწყვეტია ის ვერც საფრანგეთის ღია პირველობაზე იასპარეზებს, თუმცა როგორც განაცხადა ბალახის საფარზე დაბრუნდება, რაც პირდაპირპროპორციულია უიმბლდონის ტურნირზე მის ასპარეზობასთან. შეგახსენებთ, ფედერერი 2020 წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე ნახევარფინალურ ეტაპზე, ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ გამოვარდა, წლის მეორე სლემი, რომელზეც მისი ასპარეზობა ოფიციალურად დადასტურებულია, 24 მაისს აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები