Belive

როჯერ ფედერერი ATP-სა და WTA-ს გაერთიანებისაკენ მოუწოდებს

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის - კორონავირუსის გამო, არაერთი სპორტული თუ არასპორტული ღონისძიება განუსაზღვრელი ვადითაა შეჩერებული. აღნიშნულმა შეჩერებამ ცხადია როგორც სპორტსმენებს, ასევე ზემდგომ სპორტულ ინსტანციებს კრიზისული პერიოდი დაუყენა. როჯერ ფედერერმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ ამ კრიტიკულ პერიოდში ჩოგბურთის ორი უმაღლესი ორგანო - ATP და WTA გაერთიანდნენ.

"ვფიქრობ ახლა სწორედ ის დროა, როცა მამაკაცებისა და ქალების უმაღლესი საჩოგბურთო ორგანიზაციები უნდა გაერთიანდნენ და საქმე ერთობლივი, ერთი ორგანიზაციის სახელით აკეთონ"  "ეს საკმაოდ რთულია ფანებისათვის, რომ მამაკაცთა და ქალთა ჩოგბურთში უამრავი სხვაობაა - სარეიტინგო სისტემა, ლოგო, ვებ-საიტები და ასევე ტურნირების განსხვავებული კატეგორიები" "ეს ერთგვარი გამოსავალია, რომ კორონავირუსისგან დაზიანებული 2 ორგანიზაციის ნაცვლად მივიღოთ ერთი მდგრადი და ძლიერი საჩოგბურთო ორგანიზაცია", - აცხადებს ფედერერი. როჯერის ინიციატივას როგორც მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის, ასევე ქალთა, ცნობილი და გამორჩეული ფიგურები დაეთანხმნენ, მათ შორის რაფაელ ნადალიც. ფედერერს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქალთა ჩოგბურთის გამორჩეულმა ფიგურამ - სიმონა ჰალეპმაც: ამ ინიციატივის შემდეგ უცხოური მედიაგამოცემა Eurosport ერთ მთავარ კითხვას სვამს - შეძლებს კი ფედერერი და შთააგონებს ATP-სა და WTA-ის მესვეურებს გაერთიანებას?! აღნიშნულ საკითხს ATP-ს ან WTA-ის დირექტორატის ან პრესსამსახურის მხრიდან გამოხმაურება, ამ ეტაპისათვის, არ მოჰყოლია.

სხვა სტატიები