Belive

როჯერ ფედერერის კომენტარი ბასილაშვილთან მარცხის შემდეგ

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP დოჰაზე ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა და ქართული სპორტის ისტორიაში მორიგი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწერა. ქართველმა ჩოგბურთელმა ფედერერს ანგარიშით 3:6; 6:1; 7:5 მოუგო. შეხვედრის შემდეგ, ლეგენდარულმა შვეიცარიელმა კომენტარი გააკეთა და მარცხის მიზეზებზე ისაუბრა. გთავაზობთ როჯერ ფედერერის მატჩისშემდგომ კომენტარს:
"უკვე ვთქვი რომ 100%-ით მზად ჯერ არ ვარ. ამას ზუსტად ვგრძნობ, ჯერ დასაბრუნებლად დრო მჭირდება. საერთო ჯამში, მოედანზე თავს კარგად ვგრძნობდი, თუმცა ცხადია, დენ ევანსთან შეხვედრისას უკეთეს ფიზიკურ კონდიციაში ვიმყოფებოდი. ველოდებოდი, რომ ასე მოხდებოდა - მხარის არეში კუნთი მტკივა. საერთო ჯამში, თავს კარგად ვგრძნობ", აღნიშნა ფედერერმა.
ინფორმაციისთვის, ეს შეხვედრა ლეგენდარული შვეიცარიელი მაესტროსათვის 1-წელზე მეტხნიანი უქმობის შემდეგ, რიგით მეორე ოფიციალური მატჩი გახლდათ. განთესვის გამო ფედერერმა დოჰას ტურნირზე ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი პირველი მეტოქე დანიელ ევანსი იყო, რომლის ბარიერიც, რთულად, თუმცა წარმატებით დაძლია. დანიელ ევანსთან გამარჯვებამდე, ფედერერს 2020 წლის იანვრის შემდეგ, გამარჯვება მოპოვებული არ ჰქონდა - ავსტრალიის ღია პირველობაზე, შვეიცარიელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ქირურგიული ჩარევაც მოუწია და რეაბილიტაციის პროცესი იმდენად გაეწელა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 1-წელზე მეტი დრო, უფრო ზუსტად კი 405 დღე გაუცდა. შეხვედრის მიმოხილვის სანახავად დააჭირეთ აქ.

სხვა სტატიები