Belive

როჯერ ფედერერმა საკუთარ კარიერაზე მოკლე კომენტარი გააკეთა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2019 წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი - უიმბლდონი დასრულებულია. ეს იყო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელების მონაწილეობით. როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა მაყურებელს დრამატული შეხვედრა შესთავაზეს, საბოლოოდ 5-სეტიანი დაპირისპირების გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. 37 წლის შვეიცარიელს, რომელიც 1 თვეში 38 წლის გახდება საფინალო შეხვედრის ბოლო სეტში ორმაგი შანსი ჰქონდა ჩემპიონობის, ანგარიშით 8:7-ზე საკუთარ მოწოდებას როჯერი 40:15-ს იგებდა, თუმცა ჯოკოვიჩმა კიდევ ერთხელ გაამყარა მცნება მისი რკინის ნერვების შესახებ და კრიტიკულ მდგომარეობას თავი შესანიშნავად დააღწია. შეხვედრის დასრულების შემდეგ როჯერ ფედერერმა საკუთარ მომავალზე მოკლე კომენტარი გააკეთა: "37 წლის ასაკშიც კი ეს ყველაფერი დასასრული არ არის", - განაცხადა მაესტრომ.

იხილეთ ვიდეო

სხვა სტატიები