როჯერ ფედერერმა თავის მომავალზე ისაუბრა

საჩოგბურთო სამყარო მოუთმენლად ელოდება როჯერ ფედერერის კორტზე სრულფასოვან დაბრუნებას, თუმცა საშველი ჯერ არსაიდან არ ჩანს.

საქმე იმაშია, რომ ფეხზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ფედერერი კორტზე დიდხნიანი რეაბილიტაციის შემდეგ, 2020 წელს დაბრუნდა, თუმცა მალევე კვლავ კორტს და ჩოგბურთს მიღმა აღმოჩნდა.

ზემოთხსენებულ პერიოდში ფედერერის გზები ბასილაშვილთან გადაიკვეთა და სწორედ ქართველმა ჩოგბურთელმა შეძლო დოჰას ტურნირზე ლეგენდარული შვეიცარიელის დამარცხება.

ახლა, როცა ფედერერი 40 წლისაა და მისი თითოეული კორტზე გამოჩენა ფაქტობრივად ზეიმია ტოლფასია, ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2022 წლის ზაფხულამდე სავარაუდოდ ვერ ითამაშებს.

“ბოლოჯერ მინდა ვნახო თუ რა შემიძლია. ამასთან ერთად, მაყურებელსა და ჩოგბურთს, მინდა რომ კორტიდან დავემშვიდობო” 

“რეაბილიტაციის პროცესს აუჩქარებლად მივყვები და იმედია ყველაფერი გამომივა” 

“ჩემი სურვილი უიმბლდონზე თამაშია და თუ ამას შევძლებ მე თვითონაც სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩები”

“დიდი სლემის ფინალში თუ ვერ გავალ ამით ჩემი ცხოვრება ნამდვილად არ დაინგრევა, თუმცა სასწაულების მჯერა და ჩემთვის, დიდი სლემის ტურნირზე დაბრუნებაც სასწაულის ტოლფასია”, – აცხადებს როჯერ ფედერერი.

40 წლის “მაესტრო” მსოფლიო რეიტინგში ყოველკვირეულად ქვეითდება, ამჟამად ის მე-16 პოზიციას იკავებს.

(37)

როჯერ ფედერერმა თავის მომავალზე ისაუბრა

სტატიის ავტორი
-