Belive

როჯერ ფედერერს კორტზე 2021 წლამდე ვეღარ ვიხილავთ

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიო სპორტის ერთ-ერთმა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა, 38 წლის შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა - როჯერ ფედერერმა, სოციალურ ქსელ "Twitter"-ში, განცხადება გაავრცელა, სადაც მის ტრავმაზე ისაუბრა და გულშემატკივარს გააცნო, რომ 2021 წლამდე კორტზე აღარ დაბრუნდება. ფედერერმა 2020 წლის დასაწყისში მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და მხოლოდ ბალახის საფარზე აპირებდა დაბრუნებას. "ძვირფასო ქომაგებო, იმედი მაქვს ყველა უსაფრთხოდ და კარგად ხართ. რამდენიმე კვირის წინ ტრავმის აღდგენის პროცესში პრობლემა შემექმნა და მარჯვენა მუხლზე დამატებითი ქირურგიული პროცედურების ჩატარება გახდა საჭირო. ისევე როგორც 2017 წელს, ახლაც ვგეგმავ, რომ გამოჯანმრთელებას სათანადო დრო დავუთმო, რათა უმაღლეს დონეზე დასაბრუნებლად 100%-ით მზად ვიყო. ჩვენ ერთმანეთს 2021 წლის დასაწყისში შევხვდებით." - ნათქვამია ფედერერის განცხადებაში.

federeri

სხვა სტატიები