Belive

როჯერ ფედერერს მაყურებელი 2021 წლის დასაწყისში იხილავს

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2020 წელი ჩოგბურთის ქომაგებისათვის პანდემიასთან ერთად იმ მხრივაც უარყოფითი იყო, რომ კარიერის დასკვნით ეტაპზე მყოფი როჯერ ფედერერი ფაქტობრივად მთელი წლით ჩამოშორდა საერთაშორისო ასპარეზს. 39 წლის ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელის "უქმობის" მიზეზი გახლდათ ტრავმა, რომლის აღმოსაფხვრელად ქირურგიული ჩარევა დასჭირდა - შედეგად "მაესტროს" თითქმის მთელი სეზონი გაუცდა.
"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ეტაპობრივად მივიწევ წინ. ამჟამად ტკივილი ფაქტობრივად აღარ მაქვს, თუმცა მაქვს გამძლეობის მცირე პრობლემა, რომელზეც ბევრს ვმუშაობ. დიდია იმის შანსი, რომ ოფიციალურად კორტზე დაბრუნება 2021 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირისათვის (ავსტრალიის ღია პირველობა) მოვახერხო", - აცხადებს როჯერ ფედერერი.
შეგახსენებთ, რომ იმ დროს როდესაც ფედერერი საერთოდ არ ასპარეზობდა, რაფაელ ნადალმა მე-20 დიდი სლემის ტიტული მოიპოვა და შვეიცარიელის ფენომენალური რეკორდის თანაავტორი გახდა.

სხვა სტატიები