Belive

როლან გაროსი 2021: ეკო გორგოძის პირველი მეტოქე ცნობილია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
როლან გაროსის ძირითად ბადეში ეკატერინე გორგოძის მეტოქე ცნობილია. 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი პირველ ეტაპზე კლარა ტაუსონს დაუპირისპირდება. 18 წლის დანიელი ჩოგბურთელი WTA-ის რეიტინგში 90-ე პოზიციას იკავებს. მან უკვე მოახერხა და კარიერის საწყის ეტაპზე ლიონის 250-იანი ტურნირი მოიგო. შეგახსენებთ, რომ გორგოძემ საფრანგეთის ღია პირველობაზე მოსახვედრად ბევრი იბრძოლა. მსოფლიოს 222-ე ჩოგანმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 თამაში მოიგო.

სხვა სტატიები