Belive

როლან გაროსი დასკვნით ფაზაში გადავიდა | მაყურებელი დიდი დაპირისპირებების მოლოდინშია

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
ჩოგბურთისა და სპორტის მოყვარულებისათვის ერთ-ერთი უდიდესი სანახაობა, 2021 წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი, როლან გაროსი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ჩოგბურთელები იღებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ტურნირზე გამოვლენილია 2 ნახევარფინალისტი - სტეფანოს ციციპასი და ალექსანდრ ზვერევი. მეორე ნახევარფინალური წყვილი კი დღეს, 9 ივნისს, გამოვლინდება. ჩოგბურთის მოყვარულები როლან გაროსის ნახევარფინალში სუპერმატჩების მოლოდინში არიან, უკვე გარანტირებულად ერთმანეთის პირისპირ ორი ახალგაზრდა სუპერვარსკვლავი სტეფანოს ციციპასი და ალექსანდრ ზვერევი იასპარეზებენ, რომელთაც ორივეს საკუთარი მნიშვნელოვანი მიზნები აქვთ. ცხადია, ზვერევისა და ციციპასის შეხვედრაც შეგვიძლია "სუპერმატჩის" ეპითეტით მოვიხსენიოთ, თუმცა რეალურად ეს შესატყვისი "ჯოკოვიჩი-ნადალის" წყვილს უფრო აღწერს, ვიდრე რომელიმე სხვას. 1/4-ფინალურ ეტაპზე, ნადალს დიეგო შვარცმანის, ჯოკოვიჩს კი მატეო ბერეტინის დამარცხება მოუწევს, რათა მათი დაპირისპირება შედგეს.

საყურადღებოა, რომ ჩოგბურთის ექსპერტები ჯოკოვიჩისა და ნადალის შესაძლო ნახევარფინალურ დაპირისპირებას ნაადრევ ფინალად მოიხსნიებენ, თუმცა თავისუფლად შესაძლებელია, რომ სხვაგვარი რეალობა დადგეს და ტურნირის გამარჯვებული ახალი თაობის წარმომადგენელი გახდეს. ალექსანდრ ზვერევს თავის მხრივ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის, ვინაიდან დიდი სლემის ტურნირზე, მას საფინალო შეხვედრა მხოლოდ ერთხელ, 2020 წლის ამერიკის ღია პირველობაზე აქვს ნათამაშები. რაც შეეხება სტეფანოს ციციპასს, რომელიც ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელ თიხის სეზონზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ბერძენი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირის ფინალში არასოდეს გასულა და ამისათვის თავდაუზოგადავად იბრძოლებს, მითუმეტეს, როცა ასეთ კარგ ფორმაშია. ამრიგად, წლევანდელი ფრანგული ასპარეზი საკმაოდ სანახაობრივი გამოდის, ჯერჯერობით ყველაფერი ჩვენს მიერ ნავარაუდები სცენარით მიმდნარეობს, ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებში ინტრიგა აუცილებლად იქნება, ვინაიდან დარჩენილი ჩოგბურთელებიდან თითოეულს შესწევს იმის პოტენციალი, რომ ჩემპიონის ტიტულს დაეუფლოს.

სხვა სტატიები