Belive

როლან გაროსი მაყურებელთან ერთად ჩატარდება

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩოგბურთის ყურადღება ამერიკის ღია პირველობის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზეა შეჩერებული, თუმცა სულ ახლახანს ახალი ინფორმაციები გახდა ცნობილი საფრანგეთის ღია პირველობის შესახებ. როგორც ცნობილია, საჩოგბურთო ტურნირები აგვისტოს დასაწყისიდან აიღებს სტარტს. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე 2020 წელს დარჩენილი 3 დიდი სლემის ტურნირიდან ერთი მათგანი გაუქმდა (უიმბლდონი), ერთმა თარიღი შეიცვალა (საფრანგეთის ღია პირველობა), ერთადერთი ტურნირი კი რომელიც უცვლელად, არსებული თარიღით უცვლელად ჩატარდება ამერიკის ღია პირველობაა. როლან გაროსის წლევანდელი ასპარეზის თარიღის შეცვლის დროს, ტურნირის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავდნენ მაყურებლის საკითხსაც. ისინი აცხადებდნენ, რომ ტურნირის დროის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისიც გახლდათ, რომ ფრანგული ტურნე დახურულ კარს მიღმა არ ჩატარებულიყო. საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბერნარ ჯუდიჩელიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ წლევანდელი ასპარეზი გულშემატკივრების თანდასწრებით ჩატარდება, თუ რამდენი ადამიანის დაშვების შესაძლებლობა ექნებათ ამ ყველაფერს ადგილობრივი ხელისუფლება გადაწყვეტს. საფრანგეთის ღია პირველობა თავდაპირველი ინფორმაციის თანახმად 20 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე ინტერვალში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა თარიღმა 1 კვირით გადაიწია და ამჯერად 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე ინტერვალში გაიმართება.

სხვა სტატიები