როლან გაროსი | მარიამ ბოლქვაძე კვალიფიკაციას პირველ წრეში გამოეთიშა

როლან გაროსის მიმდინარე გათამაშება მარიამ ბოლქვაძისთვის (161) კვალიფიკაციის პირველივე ეტაპზე დასრულდა.

ქართველი ჩოგბურთელი სეონე მენდესს (223) დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 6:3; 4:6; 2:6 დამარცხდა. ავსტრალიელ მეტოქესთან მარიამმა 15 ვინერსი შეასრულა და 56 უნებლიე შეცდომა დაუშვა. სწორედ ამიტომ, ბოლქვაძემ გადამწყვეტ გეიმებში უპირატესობის მოპოვება ვეღარ მოახერხა და საფრანგეთის ღია პირველობაზე გამოსვლა დაასრულა. 2 საათსა და 30 წუთს გაგრძელებული თამაშის მანძილზე 24 წლის ქართველმა 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაც მეტოქეზე 9-ით მეტი გამოდგა.

თავის შეხვედრას ხვალ გამართავს კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე (109), რომელიც როლან გაროსზე Wild Card-ით მოხვედრილ ფრანგ, ლუა ბოასონის (576) დაუპირისპირდება

როლან გაროსი | მარიამ ბოლქვაძე კვალიფიკაციას პირველ წრეში გამოეთიშა

სტატიის ავტორი
-