Belive

როლან გაროსი: ნადალმა ფედერერი დაამარცხა და ფინალში გავიდა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
როლან გაროსის პირველ ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს რაფაელ ნადალი (2) და როჯერ ფედერერი (3) დაუპირისპირდნენ. ნადალმა შვეიცარიელი მეტოქე 3 სეტში დაამარცხა - 6:3; 6:4; 6:2 და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. პრინციპული მეტოქეების ორთაბრძოლა 2 საათსა და 28 წუთს გაგრძელდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა როჯერს მარტივად მოუგო. ნადალმა ფედერერთან ბრეიკ პოინტის 16 შესაძლებლობიდან 10 გამოიყენა, თავად კი 4-დან 2 გაუშვა. უნდა აღინიშნოს, რომ როჯერმა მეტოქეზე  თითქმის 2-ჯერ მეტი უნებლიე შეცდომა დაუშვა - 34 შვეიცარიელს, 19 კი - რაფას. რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩსა (1) და დომენიკ ტიმს (4) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები