Belive

როლან გაროსი: ნახევარფინალური წყვილები ცნობილია!

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
დღეს როლან გაროსის დარჩენილი 1/4-ფინალური თამაშები გაიმართა. საფეანგეთის ღია პირველობის მორიგმა დღემ სენსაციების გარეშე ჩაიარა. მსოფლიოს ნომერმა პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა მარტივად დაამარცხა გერმანელი, ალექსანდრ ზვერევი (5) - 7:5; 6:2; 6:2.
rolandgarros0606-2
პირველ სეტის მე-9 გეიმში ზვერევმა უმნიშვნელოვანესი ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა (5:4). თუმცა, ჯოკოვიჩმა, ზედიზედ 3 გეიმის მოგება მოახერხა და გერმანელს შანსი აღარ დაუტოვა - 7:5. როგორც ჩანს, დასანანი წაგების შემდეგ, ზვერევმა თამაშზე კონცენტრირება ვეღარ მოახდინა და დარჩენილი სეტები ერთი ანგარიშით დათმო - 2:6; 2:6.
ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც საოცარ ფორმაშია, მიმდინარე საფრანგეთის ღია პირველობაზე სეტის წაგების გარეშე ასპარეზობს. რაც შეეხება მე-2 1/4-ფინალურ წყვილს, დომენიკ ტიმმა (4) ასევე მარტივად მოუგო მე-11 ჩოგანს, კარენ ხაჩანოვს - 6:2; 6:4; 6:2.
დაპირისპირება საათსა და 50 წუთს გაგრძელდა და ტიმის სრული დომინირებით გაიმართა. დომენიკმა მეტოქეს 5 ბრეიკი შეუსრულა, ხაჩანოვს კი ამის ერთი შანსიც არ ჰქონია. უნდა ითქვამს, რომ ტიმისთვის კარენი უხერხული მეტოქე იყო. ავსტრიელ ჩოგბურთელს თავის დღევანდელ მეტოქესთან კარიერაში მოგება არ ჰქონდა - 0 მოგება, 3 მარცხი. ნახევარფინალში ერთმანეთს სწორედ ნოვაკ ჯოკოვიჩი და დომენიკ ტიმი დაუპირისპირდებიან. მე-2 ნახევარფინალურ წყვილს რაფაელ ნადალი (2) და როჯერ ფედერერი (3) წარმოადგენენ.

სხვა სტატიები