Belive

როლან გაროსი სერენა უილიამსის გარეშე გაგრძელდება

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
პანდემიიდან გამომდინარე 2020 წლის საჩოგბურთო ტურნირების ბადე განსხვავებულად მიდის, ამჟამად მაისში ჩასატარებელი საფრანგეთის ღია პირველობა მიმდინარეობს. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი, სერენა უილიამსი, 2020 წლის როლან გაროსიდან მოეხსნა. ამერიკელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი ტრავმაა, რომელიც აქილევსის მყესის პრობლემებთან ასოცირდება. ფრანგულ ასპარეზზე სერენამ პირველი რაუნდი წარმატებით დაძლია, თუმცა მეორე რაუნდში ცვეტანა პირონკოვას ლეგენდარული ამერიკელის წინააღმდეგ ავტომატური გამარჯვება ჩაეთვალა.  

სხვა სტატიები