Belive

როლან გაროსის ჩემპიონი სუპერმარკეტში მუშაობს

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2019 წლის როლან გაროსის მამაკაცთა წყვილთა თანრიგში ჩატარებული ასპარეზობის გამარჯვებულნი ანდრეას მაიესი და კევინ კრავიცი გახდნენ. ეს უკანასკნელი 28 წლის გერმანელი ჩოგბურთელია, რომელმაც კორონავირუსისგან გამოწვეული უქმეების პერიოდში საკუთარი სამშობლოს დასახმარებლად საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტა. კევინ კრავიცი გერმანიის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ე.წ. "კონსულტანტის" როლს ითავსებს. მისი მარკეტში მუშაობა ფინანსურ კრიზისს ნამდვილად არ უკავშირდება, ვინაიდან ოფიციალური წყაროების თანახმად მის პირად ანგარიშზე დაახლოებით მილიონი დოლარია. "ჩემი მოვალეობა პროდუქტების ვადების შემოწმებასთან ერთად თაროებზე მათი სწორი და მისაღები განლაგებაა. ზედმიწევნით ვიცავ ყველანაირ უსაფრთხოების ნორმებს", - განაცხადა კრავიცმა. იქამდე, სანამ საჩოგბურთო ტური გაგრძელდება, სუპერმარკეტში მუშაობის შედეგად კრავიცის ყოველკვირეული ანაზღაურება 450 ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გერმანიის მთავრობამ სპორტსმენებს ვარჯიშის განახლების უფლება მისცა.

სხვა სტატიები