Belive

როლან გაროსის ნახევარფინალში 17 წლის გოგო გავიდა (ვიდეო)

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

დღეს ქალთა შორის როლან გაროსის ნახევარფინალური დაპირისპირებები გაიმართა. სენსაციურად დამარცხდა საფრანგეთის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი, სიმონა ჰალეპი (3). რუმინელი ჩოგბურთელი 17 წლის ამერიკელთან, ამანდა ანისიმოვასთან (51) ძალიან მარტივად - 2:6; 4:6 დამარცხდა. შეხვედრა სულ რაღაც - 1 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. საინტერესოა, რომ ამანდას უძლიერეს მეტოქესთან პირველი სეტის გამარჯვებისთვის 28 წუთი დასჭირდა. 17 წლის ამანდა ანისიმოვა როლან გაროსის ნახევარფინალში ისე გავიდა, რომ სეტიც არ წაუგია. თინეიჯერი ჩოგბურთელი მომდევნო ეტაპზე ეშლი ბარტის (8) შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ანისიმოვა 2000-იანი წლების პირველი წარმომადგენელია, რომელიც როლან გაროსის 1/2-ფინალში იასპარეზებს.

 

სხვა სტატიები