Belive

როლან გაროსის ყველაზე ხნიერი ჩემპიონი გარდაიცვალა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
უცხოური მედიაგამოცემა Reuters-ის ცნობით 1972 წელს საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული ანდრეს ხიმენო 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომხდარს თანამედროვე ჩოგბურთის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონა, დიდი სლემის ტიტულების 19-გზის ჩემპიონი, რაფაელ ნადალი გამოეხმაურა. "ძალიან ვწუხვარ ანდრეს ხიმენოს გარდაცვალების გამო. ის ესპანური ჩოგბურთისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს", - განაცხადა რაფაელ ნადალმა. ანდრეს ხიმენო როლან გაროსის ერთ გზის ჩემპიონია, ის ასევე ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტიც გახლდათ 1969 წელს.

სხვა სტატიები