Belive

როლან გაროსის წილისყრის შედეგები | ნადალი Vs. ჯოკოვიჩი 1/4 ფინალში?

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

დღეს როლან გაროსის ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა. საფრანგეთის ღია პირველობის ოფიციალური შედეგების მიხედვით, წლევანდელ ტურნირზე გულშემატკივარმა, შესაძლოა, რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის დაპირისპირება 1/4-ფინალში იხილოს. ლეგენდარული ჩოგბურთელები ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ. ნოვაკი პირველ რაუნდში იოშიტო ნიშიოკას შეხვდება, ხოლო რაფა - ჯორდან თომპსონს. აღსანიშნავია, რომ 1/4-ფინალურ წყვილში გამარჯვებულის პოტენციური მეტოქე კარლოს ალკარასია. 19 წლის ესპანელი ტალანტი 1/64 რაუნდში კვალიფიკანტს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ქართველი ჩოგბურთელი მაქსიმ კრესით (63) დაიწყებს. ამერიკელის წინააღმდეგ მსოფლიოს 25-ე ჩოგანს US Open-ზე უთამაშია, სადაც მეტოქე 3 სეტში დაამარცხა. კრესის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ნიკოლოზი მაკენზი მაკდონალდსა და კვალიფიკანტს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

როლან გაროსის 2022 წლის გათამაშება სტარტს 22 მაისს აიღებს. შეგახსენებთ, რომ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩია.

სხვა სტატიები