Belive

როლან გაროსი გადაიდო - ცნობილია ახალი თარიღი

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

საჩოგბურთო კალენდარში რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი - საფრანგეთის ღია პირველობაა, რომელიც ყოველთვის მაისში იწყება. წლევანდელ სეზონში როლან გაროსი მაისის ნაცვლად სექტემბერში გადაინაცვლებს, აღნიშნულის მიზეზი, უკვე არაერთი სპორტული თუ არასპორტული ღონისძიების ჩამშლელი და ხელისშემშლელი ფაქტორი - კორონავირუსია (covid-19). საფრანგეთის ღია პირველობა 26 მაისს უნდა დაწყებულიყო, რომელიც 9 ივნისამდე გასტანდა, თუმცა განახლებული გადაწყვეტილებით როლან გაროსი სტარტს 20 სექტემბერს აიღებს და 4 ოქტომბერს დასრულდება.

"ცხადია, ეს გადაწყვეტილება მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო მივიღეთ. როლან გაროსის გაუქმების ნაცვლად თარიღი შევცვალეთ, რითაც ისევე, როგორც უამრავი ჩოგბურთის ქომაგის, ასევე თავად ჩოგბურთელების იმედები გავამართლეთ. იმ ადამიანებს, რომელთაც ტურნირზე დასასწრები ბილეთები წინასწარ ჰქონდათ ნაყიდი, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ", - განაცხადა ტურნირის მთავარმა ორგანიზატორმა. დაძაბული და რთული მსოფლიო ვითარების ფონზე ჩოგბურთის მოყვარულებისათვის ამ ამბავში ერთი დადებითი ფაქტორის დანახვაა შესაძლებელი - როჯერ ფედერერი, რომელმაც განაცხადა, რომ როლან გაროსზე ახლადგაკეთებული ოპერაციის გამო ვერ იასპარეზებდა, შესაძლოა ტურნირზე ვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელი მაესტრო ამ დროისათვის 39 წლის იქნება.  

სხვა სტატიები