რომელი ჩოგბურთელი უფრო პოპულარულია? ფედერერი, ნადალი თუ ჯოკოვიჩი?

2.75K
ნახვა

მსოფლიოს საჩოგბურთო სამყაროს მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული როჯერი რამდენიმე დღეში 38 წლის გახდება, ჯერ კიდევ ჰყავს შესანიშნავი ტრიო – ფედერერი, ნადალი და ჯოკოვიჩი.

შესანიშნავი სამეულიდან კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე ნაკლებად პოპულარული ნოვაკ ჯოკოვიჩია. აღნიშნული ფაქტი ნათლად დასტურდება მაშინ, როდესაც ჯოკოვიჩს ან ფედერერის ან ნადალის წინააღმდეგ უწევს თამაში – კორტზე ყოველთვის უფრო მეტად მისი მეტოქეების გამამხნევებელი შეძახილები ისმის.

რამდენიმე თვის წინ, მაშინ როდესაც როლან გაროსი იწყებოდა, ამ თემას ჯიმ კურიე შეეხო:

“ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ ჯოკოვიჩი საჩოგბურთო სამყაროში ფედერერისა და ნადალის ჰეგემონიის დროს გამოჩნდა. მაშინ როდესაც ჩოგბურთის ქომაგები ორად იყოფოდნენ – ფედერერისა და ნადალის ქომაგები”, – განაცხადა ჯიმ კურიემ.

ჯოკოვიჩის ნაკლებ პოპულარულობას ფედერერთან და ნადალთან შედარებით ყველაზე ცხადად სოციალური ქსელები ადასტურებს:

Facebook: 

როჯერ ფედერერი14.9 მილიონი მოწონება

რაფაელ ნადალი14.4 მილიონი მოწონება

ნოვაკ ჯოკოვიჩი7.1 მილიონი მოწონება

 

Instagram:

როჯერ ფედერერი 6.7 მილიონი გამომწერი

რაფაელ ნადალი 7.5 მილიონი გამომწერი

ნოვაკ ჯოკოვიჩი 6 მილიონი გამომწერი

 

ტვიტერი:

როჯერ ფედერერი12.6 მილიონი გამომწერი

რაფაელ ნადალი15.7 მილიონი გამომწერი

ნოვაკ ჯოკოვიჩი8.7 მილიონი გამომწერი

 

საერთო ჯამში:

  1. რაფაელ ნადალი – 37 600 000 მოწონება/გამომწერი
  2. როჯერ ფედერერი – 34 200 000 მოწონება/გამომწერი
  3. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 21 800 000 მოწონება/გამომწერი

(2750)

რომელი ჩოგბურთელი უფრო პოპულარულია? ფედერერი, ნადალი თუ ჯოკოვიჩი?

სტატიის ავტორი
-